1)სასწავლო პროქტის სახელწოდება: „ჩვენ და ამირანის მითი’’
2)პროექტის მთავარი თემა(იდეა): ბავშვებმა გაიცნონ ამირანის მითი, გაავლონ პარალელები პრომეთესთან, მოძებნონ ამ მითის გამოხმაურება თანამედროვე ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობაში; გააკეთონ ამირანის მითების კრებულის პრეზენტაცია.
3)პროექის აქტუალობა: პროქტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები მიიღებენ გარკვეულ ცოდნას, მოძებნიან, სხვებსაც გააცნობენ, თუ საქართველოს რომელ კუთხეში მითის რომელი ვარიანტია გავრცელებული, რა მსგავსება–განსხვავებაა მათ შორის.
საერთო დავალება მეტად დააახლოებს ერთმანეთთან, გაუზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას.
4)პროექტის მიზანია ბავშვების დაინტერესება მხატვრული ლიტერატურით, რის საშუალებასაც მოგვცემს ამირანის მითების კრებულის პრეზენტაცია,კავშირების ძებნა თანამედროვე ლიტერატურასთან, მხატვრული კითხვის უნარის დაუფლება, მითოლოგიაზე, თრიალეთის კულტურაზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა. მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს(ინტერნეტით მოიძიებენ და წარუდგენენ მსმენელს იმ ადგილებს, რომლებიც ამირანის სახელთანაა დაკავშირებული(ასეთი საქართველოში ბევრია: მყინვარწვერი, იგივე გერგეტი, ფასის მთა(დას. საქართველო), ჭილოუ(ოჩამჩირე), ხვამლის, დიცის მთები).
ეს ყველაფერი ბავშვებში საკუთარი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, მითოლოგიის, ფოლკლორის სიყვარულს განამტკიცებს.
5)მოსწავლეთა ასაკი: მონაწილეობას მიიღებენ 10–12 წლის მოსწავლეები(Vკლასი)
6)ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7)მოსალოდნელი შედეგები: შედეგი მიღწეულად ჩაითვლება,თუ ბავშვები შეძლებენ მსჯელობა–დასაბუთებას,გამოავლენენ ცოდნას თემის ირგვლივ, ნახატების, ესსეების საშუალებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ამირანის მითის მიმართ. შექმნიან ბუკლეტს, რომელშიც განთავსდება თავად მოსწავლეების შემოქმედება: ნახატები, ესსეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მდებარე იმ მთებისა თუ ადგილების სურთები, რომლებიც ამირანის სახელთანაა დაკავშირებული.
8)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გამოვიყენებთ შემდეგ ლიტერატურას:
ა) მიხეილ ჩიქოვანის „თქმულება ამირანზე’’
ბ)ილია გაგულაშვილის „ქართული ფოლკლორის მითოსური სახეები და ძირითადი მოტივები’’.
დ)გოდერძი ჩოხელის „მიჯაჭვული რაინდები’’;
ე)ალექსანდრე გომიაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, გიორგი ქუჩიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის ლექსები.
9)პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები აუდიტორიას მოკლედ შეახსენებენ ამირანის მითს, მიმოიხილავენ ქართულ წარმართულ მითოლოგიას, კერძოდ, ისაუბრებენ ნადირობის ღვთაება დალზე, გაავლებენ პარალელს პრომეთეს მითთან, გააკეთებენ პრეზენტაციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ვარიანტებზე(პარალელურად პროექტორის საშუალებით აჩვენებენ იმ ტერიტორიებს, სადაცაა გავრცელებული ეს მითი, ნახატებს, რომლებიც პრომეთეს, ამირანის თემაზეა შექმნილი. ისაუბრებენ თრიალეთის კულტურაზე, კერძოდ, ვერცხლის თასზე, რომელზედაც გამოსახულია სცენები ამირანის მითიდან. მსმენელს წარუდგენენ, თუ როგორ ეხმაურება თანამედროვე ლიტერატურა, მუსიკა ამ მითს. წაიკითხავენ ლექსებს, მაყურებელს წარუდგენენ ინსცენირებას გოდერძი ჩოხელის „მიჯაჭვული რაინდების’’ მიხედვით. გააკეთებენ ამირანის მითების კრებულის პრეზენტაციას.
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: თემა პასუხობს ზგემის შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებებისმიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
გ)ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი.
ვ)საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი;
ზ)კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
თემა ინტეგრირებულია ისტორიასთან, მითოლოგიასთან, ფოლკლორთან, ისტ–თან.
11)პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამილა ბუზიაშვილი.
12)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamriko.buziashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tamrikobuziashvili. blogspot.com